Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „ლეგიტიმურად“ მიიჩნევს დასავლეთში რაკეტების განთავსებას


რუსეთი „ლეგიტიმურად“ მიიჩნევს მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების განთავსებას დასავლეთ რუსეთში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით რუსეთს არ დაურვევია რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება. თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, სად განათავსეს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები. ეს განცხადება მოჰყვა გერმანიის გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ცნობას, რომ რუსეთმა ისკანდერის ტიპის რაკეტები განათავსა კალინინგრადის ოლქში. ამ ტიპის რაკეტებში შესაძლებელია როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინების გამოყენება. რუსეთი დიდი ხანია, იმუქრება კალინინგრადის ოლქში რაკეტების განთავსებით, ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის დაგეგმილი სისტემის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG