Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი და ლავროვი აცხადებენ, რომ უკრაინას „თავისუფალი არჩევანი“ უნდა ჰქონდეს


ორშაბათს ევროკავშირმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ უკრაინას „თავისუფალი არჩევანი“ უნდა ჰქონდეს დასავლეთსა და მოსკოვს შორის. ამ შინაარსის განცხადებები ცალ-ცალკე გაავრცელეს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბრიუსელში ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ეშტონის განცხადებით, ევროკავშირთან პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება „უკრაინისთვის საუკეთესო გზა იქნება ეკონომიკის მოკლევადიან გამოწვევებთან გასამკლავებლად“. დღეს უფრო ადრე, ეშტონმა თქვა, იმ ფინანსური საკითხების გადაჭრა, რომლებმაც უკრაინას ხელი შეუშალა ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებაში, შესაძლებელიაო. პარალელურად, კრემლმა მიანიშნა, რომ სავარაუდოდ დათანხმდება სესხის გამოყოფის და გაზის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, როცა ეს უკანასკნელი სამშაბათს მოსკოვს ესტუმრება. კიევში გრძელდება პრო-ევროპული მასობრივი გამოსვლები.
XS
SM
MD
LG