Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააპატიმრეს არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ხელმძღვანელი


აზერბაიჯანში დააპატიმრეს არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ანარ მამადლი პოლიციამ ორშაბათს დაკითხა გადასახადებისთვის თავის არიდების და უკანონო ბიზნეს აქტივობის შესახებ ეჭვების საბაბით. მამადლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მამადლი ხელმძღვანელობს არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის კვლევის ცენტრს. მისი ორგანიზაცია აზერბაიჯანში შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდა და ხმის მიცემის და ხმების დათვლის პროცესებში ფართომასშტაბიანი დარღვევების და გაყალბების შესახებ იუწყებოდა. მამადლი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი მხარდამჭერების თქმით, მთავრობა უკვე წლებია ცდილობს მამადლის და მისი ორგანიზაციის გაჩუმებას.
XS
SM
MD
LG