Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად


თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მიმართავს. უგულავას ოფიციალური ბრალდება 18 დეკემბერს წარუდგინეს. თბილისის მერს კიდევ რამდენიმე პირთან ერთად პროკურატურა ადანაშაულებს დედაქალაქის განვითარების ფონდისთვის განკუთვნილი 48 მილიონი ლარის დახარჯვაში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიისთვის. ბრალდებას დღეს კვლავ აბსურდული უწოდა თბილისის მერმა. ამ შეფასების ერთ-ერთ დასტურად გიგი უგულავა იმას მიიჩნევს, რომ პროკურატურის ვერსიით თბილისში ჩადენილი დანაშაული რუსთავის სასამართლოში განიხილება. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის იარაღი, რომელიც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გააქტიურდება“ - განაცხადა უგულავამ.
XS
SM
MD
LG