Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: უგულავას განცხადება უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელია


როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 25 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უგულავამ სასჯელაღსრულების სამინისტროს მისამართით უპასუხისმგებლო და გონივრულ არგუმენტებს მოკლებული განცხადებები გააკეთა: "კერძოდ, მან თქვა, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, იმიტომ რომ მაყურებლები მართავენ ციხეს და აღარ მართავს ადმინისტრაცია. გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ, თუ როგორი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილიანობის მაჩვენებლები 1994 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. აღნიშნული მაჩვენებელი გამოითვლება სპეციალური ფორმულის საშუალებით, ყოველ 10 000 მსჯავრდებულზე სტანდარტულად და პატიმართა რაოდენობას ამ მონაცემზე გავლენა არ აქვს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ისტორიულად ყველაზე დაბალია. რაც შეეხება ციხეებში გარდაცვალების შემთხვევებს აბსოლუტურ ციფრებში, იგი 2013 წელს არათუ გაიზარდა, არამედ 2011 წელთან და 2012 წლის პირველ ნახევართან შედარებით 132 შემთხვევიდან 25 შემთხვევამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია 2013 წელს“, - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG