Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში აფეთქება მოხდა სამხედრო დაზვერვის შენობასთან


ეგვიპტეში დღეს აფეთქება მოხდა სამხედრო დაზვერვის უწყების შენობასთან. ინციდენტის შედეგად, რომელიც კაიროდან ას კილომეტრში, ელ-შარკიაში მოხდა, ოთხი სამხედრო დაშავდა. არმიის განცხადებით, აფეთქებამ დააზიანა შენობა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მომხდარი წარმოადგენს ქვეყანაში „სულმოკლე ტერაქტების გაგრძელებას“. სახელმწიფო ტელეარხით თქმით, აფეთქდა მანქანაში ჩადებული ბომბი. სამშაბათს მომხდარ აფეთქებას ეგვიპტეში, ელ-მანსურში, 16 ადამიანი ემსხვერპლა: რასაც მოჰყვა მუსლიმთა საძმოს ორგანიზაციის ტერორისტულ ჯგუფად შერაცხვა. ორგანიზაცია უარყობს ბრალდებებს და გმობს მომხდარს. ელ-მანსურის აფეთქება თავის თავზე აიღო სინას ნახევარკუნძულზე მოქმედმა რადიკალურმა ჯგუფმა.
XS
SM
MD
LG