Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი დღეს გაათავისუფლებს 26 პალესტინელ პატიმარს


ისრაელი დღეს გაათავისუფლებს 26 პალესტინელ პატიმარს. ეს აქტი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო პროცესის ნაწილია. ეს იქნება პალესტინელი პატიმრების მესამე გათავისუფლება. სულ დაგეგმილია გათავისუფლების ოთხი აქტით 104 პალესტინელი პატიმრის გაშვება. ყველა ეს პატიმარი ისრაელის მოქალაქეთა მკვლელობაშია მსჯავრდებული და 19-დან 28 წლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი. სანაცვლოდ, მოელიან, რომ ისრაელი ოფიციალურად გამოაცხადებს იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და იერუსალიმის აღმოსავლეთში ახალი 1400 სახლის მშენებლობის გეგმაზე, რაც პალესტინელების აღშფოთებას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელსა და პალესტინას იანვრის პირველ რიცხვებში ეწვევა.
XS
SM
MD
LG