Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს შეხვდება პალესტინის ავტონომიის ლიდერს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს. დღეს ის რამალაში შეხვდება პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს. კერის ვიზიტამდე აბასმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი ებრაული დასახლებების შესახებ თელ ავივის განცხადებები ადასტურებს, რომ ისრაელი არ არის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის განწყობილი. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეჭვქვეშ დააყენა აბასის პოზიცია სამშვიდობო პროცესის მიმართ. კერისთან შეხვედრამდე ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა აბასი იმის გამო, რომ ისრაელის მიერ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებს გმირებივით შეეგებნენ. პატიმართა უმრავლესობას ისრაელის მოქალაქეთა მკვლელობაში ედებოდა ბრალი. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ჩარჩო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რაშიც ის მხარეებს დახმარებას დაპირდა.
XS
SM
MD
LG