Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის შტატ გოაში სულ ცოტა შვიდი მუშა დაიღუპა მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად


სულ ცოტა შვიდი მუშა დაიღუპა და რამდენიმე ათეული ნანგრევებში მომწყვდეული აღმოჩნდა მას მერე, რაც ინდოეთის შტატ გოაში მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ინციდენტი შაბათს მოხდა შტატის დედაქალაქ პანაჯიდან 70 კილომეტრზე მდებარე სოფელ კანაკონაში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 40 მშენებელი მოყვა ნანგრევებში და, როგორც ჩანს, მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ეს შენობის დანგრევის ერთადერთი შემთხვევა არ არის, რაც უკანასკნელ ხანებში მოხდა ინდოეთში.
XS
SM
MD
LG