Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო წყვეტს სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლის თვლას


გაერომ განაცხადა, რომ შეწყვიტა სირიაში კონფლიქტის მსხვერპლის რაოდენობის თვლა, რადგან ვერ ამოწმებს მიღებული იფორმაციის სარწმუნობას. გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისრის წარმომადგენლის, რუპერტ კოლვილის თანახმად, გაეროს ოფიციალურ პირებს უშუალოდ სირიაში ხელი აღარ მიუწვდებათ ინფორმაციაზე, ხოლოდ სხვადასხვა მხრიდან მიღებულ ცნობების სარწმუნობას ვეღარ ამოწმებენ. ივლისში გაერო აცხადებდა, რომ ასი ათასი ადამიანია დახოცილი. ეს არიან ისინი, ვისი ვინაობა და დაღუპვის თარიღია დადგენილი. ლონდონში დაფუძნებული სირიელთა ჯგუფი, რომელიც ოპოზიციასთან არის კავშიორში, 130 ათას დახოცილზე ლაპარაკობს. კოლვილის თქმით, გაეროს არ შეუძლია არც ამის და არც სხვა წყაროების მონაცემთა დადასტურება.
XS
SM
MD
LG