Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სამხრეთ კორეაში კონტინგენტს აძლიერებს


ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეაში ჯავშანსატანკო ბატალიონით გააძლიერებს თავის კონტინგენტს, რომლის შეიარაღებაშიც შედის 40-ზე მეტი სამხედრო მანქანა M1A2 და ტანკები „ბრედლი“. ბატალიონი სულ შედგება 800 სამხედროსგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. სამხრეთ კორეაში ახალი კონტინგენტის განთავსება პირველი თებერვლიდან დაიწყება, ნათქვამია პენტაგონის პრესრელიზში. პენტაგონის წარმომადგენლის სიტყვებით, სამხრეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის ზრდა წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების შედეგია. ამ დროისათვის სამხრეთ კორეაში აშშ-ის 28 ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება. სამხრეთ კორეის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამერიკის ახალი ჯავშანსატანკო ბატალიონი განთავსდება კიონგიდოს პროვინციაში, რომელიც დემილიტარიზებული ზონის სამხრეთით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG