საქართველოს საპატრიარქოსთან 8 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შესახებ ადგილზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი მიმდინარეობს ომბუდსმენის აპარატში. მომხდარის საბოლოო შეფასების გამოქვეყნებამდე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ძალადობრივი ქმედებებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. „სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ ხდება სიძულვილით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების საფუძველი“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ძალადობისგან დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები. ომბუდსმენის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი და დასჯილი იყოს ყველა პირი, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.
ყველაზე პოპულარული
1