Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ბაღდადს ეწვია


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ბაღდადს ეწვია და ერაყის ლიდერებს მოუწოდა, იზრუნონ ერაყში სისხლისმღვრელი ძალადობის განახლების გამომწვევი მთავარი მიზეზების მოგვარებაზე. ბან კი მუნმა პრემიერ-მინისტრთან, ნური ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ მიმართა ერაყის ლიდერებს მოწოდებით, გაითვალისწინონ მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინტერესები. შეხვედრაზე იმსჯელეს მეზობელ სირიაში შექმნილ ვითარებაზეც. ერაყში გაეროს ლიდერის ვიზიტის ფონია უშიშროების ძალებისა და ექსტრემისტების დაპირისპირება ანბარის პროვინციაში. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, პროვინციის დედაქალაქ რამადიში გრძელდება ინტენსიური ბრძოლები. ამავე პროვინციის ქალაქ ფალუჯაში კი კონტრტერორისტული უწყების ადგილობრივი შტაბ-ბინა და პოლიციის უფროსის სახლი ააფეთქეს. ბრძოლის შესახებ იუწყებიან ბაღდადს, ფალუჯასა და სამარას შორის მდებარე რეგიონიდანაც.
XS
SM
MD
LG