Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მასობრივი აქცია გაიმართა ახალი კანონის დაუმორჩილებლობის ნიშნად


კიევის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა ახალი, საპროტესტო დემონსტრაციების შეზღუდვისკენ მიმართული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. კვირას გამართულ მასობრივ აქციას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ამ კანონის ხელმოწერა. აშშ და ევროკავშირი ამ ახალ ზომებს ანტი-დემოკრატიულად მიიჩნევენ. უკრაინის ოპოზიცია იანუკოვიჩს „დიქტატურის“ დამყარების მცდელობაში სდებს ბრალს. კვირას გამართული აქციის მონაწილეების ნაწილს თავზე ქვაბები ჰქონდა ჩამოფარებული, სხვებს კი სახეებზე ეკეთათ ნიღბები. ეს ნაბიჯები წარმოადგენდა განაცხადს ახალი კანონის დაუმორჩილებლობის შესახებ, ვინაიდან კანონი, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დემონსტრაციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს. კანონი ასევე კრძალავს კარვების, სცენების და ხმის გამაძლიერებელი აპარატურის უნებართვო აღმართვას. ეს საგნები უცვლელი ატრიბუტებია იმ აქციებზე, რომლებიც ბოლო ხანებში კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მიმდინარეობს. საზოგადოებრივი წესრიგის „მასობრივი დარღვევისთვის“ კანონი 15 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG