Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში იმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს პარიზში იმართება აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ელმარ მამადიაროვისა და ედუარდ ნალბანდიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრები ჯერ შეხვდებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებს. ხუთშაბათს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საზღვარზე სომეხმა ჯარისკაცებმა მოკლეს აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, რაც მორიგი ინციდენტი იყო საზღვრის გასწვრივ ბოლო კვირას მომხდარი დაპირისპირებებიდან.
XS
SM
MD
LG