Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა და ოპოზიცია პირისპირ შეხვედრას გამართავენ


გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავალი, ლახდარ ბრაჰიმი აცხადებს, რომ სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგაციების წევრებმა თანხმობა განაცხადეს ჟენევაში, შაბათს, ერთმანეთს „ერთსა და იგივე ოთახში“ შეხვდნენ. ბრაჰიმი ამ განცხადებით გამოვიდა პარასკევს, მას შემდეგ, რაც ორივე მხარესთან ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები. მისი თქმით, მოლაპარაკება „იმედისმომცემია“. სირიის სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიის ქალაქ მონტროში დაძაბულად დაიწყო. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ კონფერენცია ეხება „ტერორიზმის“ საფრთხის განეიტრალებას, რომლის წინაშეც, მისი თქმით, მთავრობა დგას. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის ეროვნულ კოალიციას კი დროებითი მთავრობის ფორმირების და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პოსტიდან წასვლაზე სურს მოლაპარაკება. ვრცელდება დიპლომატების სიტყვები, რომ მათ მიზანს წარმოადგენს არა ერთმნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების, არამედ მცირე კომპრომისების მიღწევა - მაგალითად, ლოკალური დაზავების და ტყვეთა გაცვლის თაობაზე.
XS
SM
MD
LG