Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ვერ ხედავს წინააღმდეგობას ევროპულ და ევრაზიულ ინტეგრაციას შორის


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის ვერ ხედავს წინააღმდეგობას ევროპულ და ევრაზიულ ინტეგრაციას შორის. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. იუწყებიან აგრეთვე პუტინის განცხადების შესახებ, რომ ის მხარს უჭერს მოსკოვსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოებას. ამავე პრესკონფერენციაზე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე გამოვიდა უკრაინაში ძალადობისათვის ბოლოს მოღებისაკენ მოწოდებით. მისი თქმით, სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოსკოვთან ერთად განიხილავენ ევროკავშირთან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების ურთიერთობის საკითხებს. "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრ უკრაინის კრიზისი დაძაბულობას იწვევს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში.
XS
SM
MD
LG