Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიციის ლიდერები აკრიტიკებენ კანონს ამნისტიის შესახებ


უკრაინაში ოპოზიციის ლიდერები აკრიტიკებენ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიას საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებისათვის იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები გავლენ ამჟამად ოკუპირებული სამთავრობო შენობებიდან. ვიტალი კლიჩკოს აზრით, ახალი კანონი საზოგადოებაში დაძაბულობას გაზრდის, მისი განმუხტვის ნაცვლად. როგორც მან თქვა, კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, „მძევლებად“ დაიტოვოს დაკავებული პირები, სანამ შენობები გათავისუფლდება. ახალ კანონს შეუსაბამოდ მიიჩნევენ დემონსტრანტებიც. პარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი - მას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ დეპუტატებმა, ხოლო ოპოზიციამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. დემონსტრანტებს აღმართული აქვთ ბარიკადები კიევის ცენტრში და დაკავებული აქვთ რამდენიმე შენობა, მათ შორის მერია.
XS
SM
MD
LG