გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა გახსნა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიუნხენში. ის გამოვიდა მოწოდებით, რომ, როცა მსოფლიოში თავს იჩენს ხოლმე კრიზისის მოგვარების საჭიროება, გერმანიამ, როგორც "კარგმა პარტნიორმა" უნდა იაქტიუროს „უფრო ადრე, უფრო გადაჭრით და უფრო არსებითად“. მიუნხენის წლევანდელ, რიგით 50-ე კონფერენციაზე განსახილველ მთავარ თემებად ასახელებენ ომს სირიაში, უკრაინის კრიზისს, ირანის ბირთვულ პროგრამას, აშშ-ის თვალთვალის პროგრამას. შაბათს კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლებიც - პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 1 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონული სტაბილურობა." პრესამსახურის ცნობითვე, კონფერენციის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვდება აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს, ამერიკელ სენატორ მაკკეინს და კონგრესმენ ტერნერს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს, სერბიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს, ბულგარეთის პრეზიდენტს და გერმანიისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
გერმანიის პრეზიდენტმა გახსნა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიუნხენში
ყველაზე პოპულარული
1