Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან


პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მომხრეთა დაპირისპირება მოხდა. დაკავებული ოთარ თავართქილაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის მხარდამჭერია. სასამართლოსთან ნინო ბურჯანაძის მოწმედ დაკითხვას აპროტესტებდა მოძრაობა “თავისუფალი ზონა.“ მისი წევრების პლაკატებმა წარწერით, რომ ბურჯანაძე რუსეთის სპეცსასმსახურების ჯაშუშია, დემოკრატიული მოძარობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. პროვოკაციაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG