აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მეთიუ ოლსენი აცხადებს, რომ არსებობს მთელი რიგი კონკრეტული საფრთხეები, რომლებიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემუქრება. მან ამის შესახებ სამშაბათს, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი ავრცელებს. ასოშიეიტიდ პრესს მოჰყავს ოლსენის სიტყვები სადაც ის აღნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე მთავარი საფრთხე მომდინარეობს იატაკქვეშა მოძრაობის, ე.წ. კავკასიური ემირატის მხრიდან. მისი სიტყვებით, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა თავად ის ობიექტები, სადაც თამაშები გაიმართება, არამედ გარშემო რაიონები. სამშაბათს თეთრ სახლში გაიმართა თათბირი, რომელზეც ბარაკ ობამას მრჩევლებმა პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გატარდა სოჭში უსაფრთხოების თვალსაზრისით. სოჭის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს გაიხსნება.
ყველაზე პოპულარული
1