Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს ამერიკელი დიპლომატის გამონათქვამს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივანმა დღეს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა ამერიკელი ოფიციალური პირის, ვიქტორია ნულანდის გამონათქვამს უკრაინის კრიზისში ევროკავშირის როლის შესახებ. ნულანდმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, თავისი უხეში გამონათქვამის გამო უკვე ბოდიში მოუხადა ევროკავშირს. ამასთან ნულანდმა დღეს კიევში ვიზიტისას, უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გუშინ გავრცელდა რუსული სუბტიტრებით, ნულანდი და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩი ჯეფრი პაიტი უკრაინაზე მსჯელობენ და ერთ ადგილას ნულანდი მიუღებელ სიტყვებს იყენებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართ ევროკავშირის ქმედებით თავისი გაღიზიანების გამოსახატად. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, სავარაუდოდ, რუსეთის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG