Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულანდი უარყოფს რუსეთის ბრალდებას უკრაინელი დემონსტრანტების აშშ-ის საელჩოში გაწვრთნის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი უარყოფს რუსეთის ბრალდებას, თითქოს უკრაინაში საპროტესტო აქციების მონაწილე ექსტრემისტები წვრთნას გადიოდნენ კიევში აშშ-ის საელჩოში. ნულანდმა პარასკევს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან, მეტი დახმარება მიაწოდონ უკრაინას, თუ უკრაინის ლიდერები სწრაფად განახორციელებენ დემოკრატიულ რეფორმებს და შექმნიან გარდამავალ მთავრობას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად. ვიქტორია ნულანდი ამ განცხადებებით გამოვიდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა მისი და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი რუსული სუბტიტრებით. საუბრის დროს, ერთ ადგილას ნულანდი უხეშ გამონათქვამს იყენებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართ ევროკავშირის ქმედებით თავისი გაღიზიანების გამოსახატად. ამასობაში, ნულანდმა ბოდიში მოუხადა ევროკავშირის ლიდერებს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, სავარაუდოდ, რუსეთის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG