Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტების თავდასხმას ალავიტების სოფელზე 40 კაცი ემსხვერპლა


სირიაში ალავიტების სოფელზე მომხდარ თავდასხმას გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 40 კაცი შეეწირა. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, დაღუპულთა შორის 20-მდე ქალი და ბავშვი და კიდევ 20 ჯარისკაცია. თავდასხმა ცენტრალური სირიის სოფელ მააში, სუნიტუმრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჯუნდ ალ აქსას მებრძოლებმა განახორციელეს. შიიტური ისლამის განშტოების, ალავიტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ოჯახი. სირიაში მიმდინარე თითქმის სამწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, პრეზიდენტ ასადის რეჟიმს ძირითადად სუნიტი მუსლიმები უპირისპირდებიან.
XS
SM
MD
LG