Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ეროვნული ბანკის შენობასთან აქცია გაიმართა


ალმა-ატაში ათობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია მოაწყო ყაზახეთის ეროვნული ბანკის შენობის წინ. ისინი მოითხოვდნენ ახსნა-განმარტების მიღებას ეროვნული ვალუტის, ტენგეს, 19 პროცენტით გაუფასურების თაობაზე. დემონსტრანტების ნაწილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ბანკის ხელმძღვანელს, ყაირათ ქელიმბეტოვს და მის დაუყოვნებელ გადადგომას მოითხოვდა. დემონსტრანტებს შეხვდა ქელიმბეტოვის მოადგილე, ყუათ ყოჟახმეტოვი და პირობა მისცა, რომ ბანკი ეცდება არ დაუშვას ფასების ზრდა. ამასთან, ყოჟახმეტოვის თქმით, ბანკი გაითვალისწინებს დემონსტრანტთა შეშფოთებას დოლარში გატანილი კრედიტების თაობაზე. ბანკის ხელმძღვანელმა ტენგეს დევალვაციაზე განცხადება სამშაბათს გააკეთა - თუმცა დეკემბერში ამბობდა, რომ მსგავსი ნაბიჯი არ იყო დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG