Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. "ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია; უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები",-განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ბოლოს აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG