Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ არჩევნებში ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივა გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის წინადადებაა, რომ ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი პირდაპირი წესით აირჩეოდეს 50%-იანი ბარიერის გადალახვით. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს ასევე სთავაზობს, რომ 50%-იანი ბარიერის გადალახვით მოხდეს გამგებლების არჩევაც. პრესამსახურის ცნობითვე, დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მმართველი კოალიცია ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა. პარლამენტში ინიცირებული კანოპროექტის ამჟამინდელი ვარიანტით, გამგებლის ასარჩევად 30%-იანი ბარიერი, ხოლო მერის ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უნდა დაწესდეს. საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG