Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები „კარგად დაიწყო“


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ „კარგად დაიწყო“. ამ კვირაში ვენაში გამართულ მოლაპარაკებას ეშტონმა „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. ეშტონის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ასპექტები, რომლებიც ბირთვული საკითხის შესახებ უთანხმოების გადაწყვეტის პროცესში უნდა გადაიჭრას. ეშტონი აცხადებს, რომ შემდეგი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა დაადასტურა, რომ ის და ეშტონი შეთანხმდნენ შემდეგი რაუნდის დროს „განსახილველ საკითხებზე“. ვენაში გამართული შეხვედრა, რომელშიც, ერთი მხრივ ირანი და მეორე მხრივ აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობდნენ, პირველი იყო მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს შუალედური შეთანხმება იქნა მიღწეული. შუალედური შეთანხმების თანახმად, თეირანმა თანხმობა განაცხადა ექვსი თვის განმავლობაში თავისი ბირთვული პროგრამის გარკვეული კომპონენტების შეჩერებაზე, საერთაშორისო სანქციების ნაწილობრივ მოხსნის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG