Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პარლამენტი საგანგებო სხდომას გეგმავს


გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ყირიმის პარლამენტი საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც უკრაინაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისზე და ნახევარკუნძულის უკრაინისაგან შესაძლო გამოყოფის საკითხზე იმსჯელებს. თუმცა, ყირიმის პარლამენტს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია საგანგებო სესიის მოწვევის თაობაზე. ყირიმის პრემიერ-მინისტრმა ანატოლი მოგილიევმა სასტიკად გააკრიტიკა პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი, რომლის ვარაუდით სისხლიანი ანტისამთავობო დემონსტრაციების შედეგად „უკრაინის დაშლის“ შემთხვევაში ყირიმი უკრაინისაგან გამოყოფას გამოაცხადებდა.
XS
SM
MD
LG