Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო ითხოვს კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაგომის საკითხის გატანას


უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს არაუგვიანეს 25 მაისისა. ოპოზიციის ნაწილი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტს უჭერს მხარს. კლიჩკომ შაბათს მოახსენა პარლამენტს, რომ ვინაიდან იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა, ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს ქვეყანაში პარლამენტი წარმოადგენს. მედიის ინფორმაციით, შაბათს მმართველი „რეგიონების პარტია“ 13-მა კანონმდებელმა დატოვა. წუხელ ევრომაიდანზე შეკრებილი „მემარჯვენე სექტორი“, რომელიც უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის ხელმოწერილი ანტიკრიზისული გეგმით, პრეზიდენტის სასახლის იერიშით დაიმუქრა, თუკი შაბათ დილამდე იანუკოვიჩი საკუთარი ნებით არ გადადგებოდა.
XS
SM
MD
LG