Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარაბებს მიღმა გაზაფხულია


ავტორი: მარიამ პირველი

ამბობენ უწინ ტკბილი იყოო გაზაფხული. სითბოთი, სიტკბოთი და სიყვარულით გადავსებული გულები შეჰხაროდნენო ერთმანეთს...…
უწინ სხვაგვარი იყო ამოსვლა ხრიოკი მიწიდან ახალშობილი იასამნისო მსმენია. ეს კია, ვეღარ გავიგე ჩვენ რად არ გვეღირსა ბედნიერება გვეცხოვრა ამ ზღაპრულ ‘უწინეთში”
მოქუფრული მეჩვენება თბილისი, რაღაც უსაშველოდ დარდიანი, სევდიანი და ნაღვლიანი..
თითქოს დაუკეტავსო დარაბები თბილისურ ზეცას და საცაა გაწვიმდება, კოკისპირული წვიმა იცის თბილისში, წვიმა მელოდიური, მხურვალე და განსხვავებულლი, ისეთი როგორიც არცერთ ზეცს არ გადმოდინდება ვეებერთელა დედამიწაზე..
მე ასე მგონია, წვიმისფერია ახლა თბილისი, სადაც დღითიდღე ათასობით დარაბი იკეტება სამარადჯჟამოდ..
მივუყვები თბილისურ, ვიწრო, ნაცრისფერ, დაბინდულ ქუჩებს და გულის სიღრმეში რომელიღაც სიმი მწყდება..საიდან ამდენი ტკივილი ამ პატარა გულებში, საიდან ამდენი სევდა ამ დიდრონ თვალებში, საიდან ამდენი ბოღმა ამ გაცრეცილ ლანდებში და საერთოდ-საიდან ამდენი უმიზნო მზერა ამ პატარა ქალაქში…
სადღაა გუდიაშვილის ქუჩები, ტატოს მერანისამებრ აღტკინებული სულები, ფიროსმანისეული დუქნები და გალაკტიონისეული სტრიქონები…
სადღაა პოეტური ჟინი, არისტორკატული სიდიადე ანდაც ბავშვური სილაღე..…
ვზივარ მთაწმინდის უმაღლეს ფერდობზე, საიდანაც კარგად მოლჩანს ჩემი დაჩიავებული, გადაღლილი,თუმცა მაინც ულამაზესი თბილისი. თბილისი, რომელიც იმ გაზაფხულს ელოდება, როცა დარაბებს მიღმა ბავშვები ხარობენ, უფროსებს სადარდებელი მოჰკლებიათ, მოხუცებს სიცოცხლე არ ეთმობათ და ყველას ერთად თუ ცალ-ცალკე, ანგარო სიყვარული შეუძლიათ.. სიყვარული ქალაქის, რომელიც დარაბებთან მომდგარ გაზახულს სიხარულით ეგებება.
მივუყვები თბილისურ, მოქუფრულ ქუჩებს და ვგრძნობ, ეს ქალაქი იმაზე მეტია ვიდრე ცალკე აღებული ტკივილი, სიხარული ან ნებისმიერი ემოცია.. ეს ქალაქი მეტია ვიდრე გათითოკაცებული ერის საყრდენი წერტილი, ეს ქალაქი სევდით გაჟღენთილი სიყვარულია, რომელიც ელის იისფერ გაზახულს და მე, როგორც ამ ლაქებიან ქალაქზე თავდავიწყებით შეყვარებულს მჯერა, რომ მზით გამთბარი გაზაფხული უთუოდ მოვა!
თბილისი? – თბილისი სიყვარულია!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG