Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი ამბობს, რომ კვლავაც პრეზიდენტია და დაცვას ითხოვს რუსეთისაგან


უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებისადმი წერილობით მიმართვაში აცხადებს, რომ თავს კვლავინდებურად მიიჩნევს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს დაცვას „ექსტრემისტების“ ქმედებებისაგან. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისადმი მიმართვაში, იანუკოვიჩი უკანონოს უწოდებს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ ზომებს. მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონები არ შეურიგდებიან უკანონობას, როცა „მინისტრებს მოედანზე შეკრებილი ბრბო ირჩევს“. უკრაინის პარლამენტმა შაბათს გადააყენა იანუკოვიჩი სამთვიანი საპროტესტო აქციების და ადამიანების მსხვერპლით დასრულებული დაპირისპირების შემდეგ. რუსეთის მედია იუწყება, რომ იანუკოვიჩი იმყოფება მოსკოვის მახლობლად, კრემლის სანატორიუმში. თუმცა, ეს ცნობა უარყვეს რუსმა ოფიციალურმა პირებმა.
XS
SM
MD
LG