Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს აფრთხილებს


„თუ სიტუაცია არ განიმუხტება, მაშინ ხვალიდან ამოქმედდება სანქციები, რაც ვიზებს, არსებულ ეკონომიკურ მოლაპარაკებებსა და გარკვეული ოლიგარქების ქონებას შეეხება,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა საფრანგეთის ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში. მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა უკრაინელ კოლეგას ანდრეი დეშჩიცას, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი კრიზისის მშვიდობიან მოწესრიგებას ესწრაფვის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ოთხშაბათს ევროკავშირი „უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტს“ გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG