Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო წყვეტს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი წყვეტს რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს და გადახედავს რუსეთთან ნატოს თანამშრომლობას. რასმუსენის ამ, ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების ფონია დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა, რომელსაც იწვევს უკრაინაში შექმნილი ვითარება - პირველ რიგში, ყირიმში პრორუსული შეიარაღებული ძალების ყოფნა. რასმუსენის განმარტებით, ალიანსი აღარ გამართავს შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან, სამაგიეროდ გაააქტიურებს თანამშრომლობას უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებთან.
XS
SM
MD
LG