Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 13 მონაზონი გაათავისუფლეს ტყვეობიდან


სირიაში ტყვეთა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდა 13 მართლმადიდებელი მონაზონი, რომლებიც ამბოხებულებმა გასული წლის დეკემბერში მაალულაში მდებარე ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტაცეს. გათავისუფლებული მონაზვნები წინამძღვარ პელაგიასთან ერთად მალე ჩავლენ დამასკში. უფლებადამცველთა ინფორმაციით, სირიაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა გატაცების ფაქტები როგორც ამბოხებულების, ისე სახელისუფლებო ძალების მხრიდან. მონაზვნების გატაცების შემდეგ გაჩნდა საშიშროება, რომ ამბოხებულებმა შესაძლოა დაიწყონ სირიელი ქრისტიანების დევნა.
XS
SM
MD
LG