Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა უარყოფს დათა ახალაიასათვის გიგრვლიანის ეპიზოდში ბრალდების მოხსნას


დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც მითითებულია, რომ ზემოხსენებული ბრალდებების ირგვლივ ახალიას და სხვა ბრალდებულების საქმე 12 მარტს წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად.
მანამდე დათა ახალაიას ინტერსების დამცველმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. თუმცა, პროკურატურა ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. სანდრო გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, რომლის შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება მოგვიანებით მიიღებს, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG