Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი ეროვნული გვარდიის შექმნას


უკრაინის პარლამენტმა დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი ეროვნული გვარდიის შექმნას. გვარდია 60 000-მდე მოხალისეს გააერთიანებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მიმართა პარლამენტს გვარდიის შექმნის თხოვნით, „გარე და შიდა აგრესიისაგან“ უკრაინის დასაცავად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს ახალ სამხედრო შენაერთს, რომლის სარდალსაც პრეზიდენტი დაასახელებს. ამის შემდეგ ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დღევანდელ სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტიც, რომელიც გაეროს მოუწოდებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საკითხის განხილვისაკენ. დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის მისწრაფება ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.
XS
SM
MD
LG