Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ყირიმი იყო და არის რუსეთის „განუყოფელი“ ნაწილი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირიმი იყო და არის რუსეთის „განუყოფელი“ ნაწილი. მიმართვაში, რომელიც ახლაც გრძელდება, პუტინმა „დემოკრატიული“ და „საერაშორისო ნორმების შესაბამისი“ უწოდა ყირიმში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმს, ხოლო მის შედეგს - „დამაჯერებელზე მეტი“. რუსეთი, პუტინის თქმით, პატივს სცემს ყირიმში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს და თანაბარი სტატუსი ექნება სამ ენას - რუსულს, უკრაინულს, და ყირიმელი თათრებისას.
XS
SM
MD
LG