Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტი მიემხრო საპროტესტო მოძრაობის მონაწილე რაზმების განიარაღებას


უკრაინის პარლამენტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა ქვეყანაში მოქმედი ყველა შეიარაღებული ჯგუფის განიარაღებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, როცა რადიკალ-ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრებმა სამშაბათს იარაღი დატოვეს კიევის ერთ-ერთ სასტუმროში. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, ულტრანაციონალისტური მემარჯვენე სექტორის წევრებმა დატოვეს სასტუმრო დნეპრო, რომელსაც შტაბბინად იყენებდნენ, ჩასხდნენ ავტობუსებში და დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში ქალაქგარეთ. მანამდე ქალაქში მათ სროლა ატეხეს, რის დროსაც სამი პირი, მათ შორის კიევის მერის მოადგილე, დაიჭრა. პოლიციამ ცნობით, ეჭვმიტანილი დააკავა. მემარჯვენე სექტორმა საკვანძო როლი ითამაშა პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენებაში, თებერვალში.
XS
SM
MD
LG