Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: გუჯა ბიძია

დეპუტატი გაგვილახესო. ხალხის რჩეულიო.
რაღაც გამახსენდა.
გაქანებული სოციალიზმის პერიოდში , მეორე მსოფლიო ომში , ფაშიზმზე გამარჯვების ერთ ერთ წლისთავზე , ქერჩიდან თბილისში , დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი გადმოასვენეს.
და ანეგდოტი დადიოდა მაშინ, მკრეხელური ალბათ, მაგრამ როგორც ყველა ანეგდოტი ისიც , მისი თანამედროვე ეპოქის ამსახველი იყო.
მოკლედ, გამოიგონეს თურმე უკვდავების წამალი, და დიდი მსჯელობის მერე,გადაწყვიტეს ამ ჯარისკაცის გაცოცხლება. ამაზე კარგს რას გავაკეთებთო, გმირიაო, ეკუთვნისო .
გააცოცხლეს და იმან , მკვდრეთით აღმდგარმა -ჰაილ ჰიტლერო დაიძახა.
რატომ გამახსენდა ეს ანეგდოტი და ჯვარი სწერიათ და მართლა რო გამოიძიონ
ელექტროშოკერიანების საქმე?
აი იმათი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი რომ შემოელახათ.
ჰო, რომ გამოიძიონ და კიდევ ჯვარი სწერიათ და ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული რომ აღმოჩნდეს?
და კიდევ უფრო დიდი ჯვარი სწერიათ და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩადენილი რომ იყოს ?..
თუ არ გაუკეთებია ასეთი რამ ჯერ ნაცმოძრაობას ,როცა ხელისუფლებაში იყვნენ ?
თუ ახალი ხელისუფლება არ იზამდა ამას?
ეხლანდელმა პრემიერმა , შსს-ს მინისტრი რომ იყო განაცხადა რომ მისი მინისტრობის მერე 500 -მდე თანამშრომელი დაითხოვა ორგანოებიდან, როცა მარტო 26 მაისის ღამეს 2000 -ზე მეტი სპეცრაზმელი არბევდა მომიტინგეებს..
და სად არიანო იმათ გარდა ვინც დაითხოვნეს , დანარჩენი თანამშრომლებიო?
იქავე ბატონო, იქავე სადაც იყვნენ აქამდე , და იმათმა კიდევ სხვანაირი მუშაობა არ იციან, იმის გარდა რაც ნაცთაეპოქაში ისწავლეს. და არც იმათმა იციან სხვაგვარი მუშაობა ვინც ამათ ეხლა ბრძანებებს აძლევს.
„ისპალნიწელები“ ყველა ხელისუფლებას სჭირდება და მიტომაც არიან ძველები ,ახალის დროს ძველ ადგილზე.
მიტომაც ჰგავს ძველის გაკეთებული საქმე, ახალისას და პირიქით.
ხოოდა, რაზე გავჩერდით და რომ გამოიძიონ ეხლა ის საქმე და რომელიმე ზემოთ განხილული ვარიანტი გამართლდეს აწყობს ახლა ან ნაცებს, ან ქოცებს?
არ აწყობთ, ხომ ხვდებით რატომ.
ჯობია დარჩეს ასე. სამაგიეროდ ერთი მეორეს გადააბრალებს.
ცალცალკე საქმეშიც ჩაეთვლებათ ამ წინა საარჩევნოდ და საერთო საქმესაც გააკეთებენ..
ერთია ნაცი და ქოცი, ჰო, და საერთო საქმეებიც აქვთ.
რა საერთო საქმე აქვთ და ხალხი უნდა გაბრუვდეს.
ხალხზე გამახსენდა , რომ გამოიძიონ ის საქმე თქვენ კი გაწყობთ ჩემო მურაბა ხალხო,ქართველებო?
არ თქვენ გაწყობთ, იმიტომ რომ სხვისი ხელით გიყვართ სულ საქმის კეთება..
თორე ვინმეზე თუ ხელები გექავებათ დაგიშალათ ვინმემ ?
თუ ეძებთ გასალახავად ვინმეს და ვერ აგნებთ?..
არაა..
სპაიდერმენებზე, სუპერმენებზე და ზოროებზე რომ ოცნებობს ის ხალხი ხართ თქვენ..
და თან გმირის სახელი რომ გაიგოთ და ის თქვენი ნაცნობი აღმოჩნდა , ზოგს შური მოგკლავთ ზოგს სირცხვილი.
ამიტომაც ჯობია დარჩნენ ის ელექტროშოკერიანები უცნობ ჯარისკაცებად..
თუმცა ზოროს ნიშნის ქვეშ სულ იცნობთ მათ ხელწერას.
" სახელი მათი ნაცნობია, და საქმენიც მათი უცვლელია"
ასეთი წარწერა ექნება ალბათ ერთ დროს მაგათ მემორიალს..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG