პაკისტანის პოლიცია და საავადმყოფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისლამაბადის შემოგარენში მდებარე ბაზარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა სულ მცირე 25 ადამიანი და დაიჭრა მინიმუმ 70. ბომბი 9 აპრილს დილით აფეთქდა ხილ-ბოსტნეულის ბაზარში, რომელიც მდებარეობს ისლამაბადსა და ქალაქ რავალპინდის შორის. ისლამაბადის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოყენებული იყო ხუთ კილოგრამამდე ასაფეთქებელი მასალა, ბომბი ხილის ყუთში იყო მოთავსებული.
ყველაზე პოპულარული
1