Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი უკრაინის მთავრობას აფრთხილებს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ენერგიის საკითხებს მიეძღვნა და მოსკოვთან ახლოს, პრეზიდენტის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა.

პუტინის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მიერ გატარებული დიპლომატიური ძალისხმევა „პოზიტიურ“ შედეგს გამოიღებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა ცნობს კიევის მთავრობას, მაგრამ მის დასახმარებლად ფულს არ გამოყოფს. მოსკოვი კი, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს - მაგრამ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სხდომაზე განაცხადა, უკრაინას მოსკოვთან გაზის დავალიანების სახით 2,2 მილიარდი დოლარი დაუგროვდაო. პუტინის წინადადებით, რუსეთმა უკრაინას გაზი მხოლოდ ერთი თვის გადასახადის წინასწარ მიღების შემდეგ უნდა მიაწოდოს. თუმცა, პუტინმა დასძინა, რომ ეს ზომა მხოლოდ უკრაინასთან შემდგომი კონსულტაციების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
გადმოწერა
XS
SM
MD
LG