აღმოსავლეთ უკრაინაში ძალოვანი ოპერაციის დაწყებამ შესაძლოა, ჩაშალოს ჟენევაში 17 აპრილს დაგეგმილი მოლაპარაკება - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ცნობას, რომ რუსეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშრიის მონაწილეობით დანიშნული მოლაპარაკების ჩაშლა მოსკოვს სურს. ლავროვის განცხადებითვე, უკრაინაში შექმნილი ვითარება არა ძალით, არამედ საკონსტიტუციო რეფორმით უნდა მოგვარდეს.
ლავროვის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით უნდა მოგვარდეს უკრაინაში შექმნილი ვითარება
ყველაზე პოპულარული
1