ოთხშაბათს, საღამოს 6 საათისთვის ერგნეთის საგუშაგოზე ჯერ გორის გამგებელი, შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მანამდე იქვე მყოფი ტელეკომპანია “TV3”-ის ჟურნალისტები გვეუბნებოდნენ, რომ მათი კოლეგების გათავისუფლება მალე მოხდებოდა. 7 საათისთვის უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტები ოსურმა მხარემ ერგნეთის საგუშაგოზე მოიყვანა. ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ და ბელა ზაქაიძე, ვახტანგ ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი საგუშაგოსთან მომლოდინე ჟურნალისტებთან გამოიყვანეს.
პირველი კომენტარი „TV3“-ის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ გააკეთა. მისი თქმით, სამშაბათს, საღამოს სოფელ აძვში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების გასაშუქებლად იყო ჩასული, როცა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი აბრის სიახლოვეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დააკავეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. გარდა ამისა, ზაქაიძის განცხადებით, ცხინვალის იზოლატორში აუტანელი პირობები იყო და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა.
იმავეს ამბობს „TV3“-ის ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი. მისი თქმით, აძვში გადაღებული მასალის ნაწილი წაუშალეს, ცხინვალელი მილიციელები კი მხოლოდ იმას ეკითხებოდნენ, ნამყოფი იყო თუ არა ჯარში, მონაწილეობდა თუ არა 2008 წლის ომში და სოფელში რის გადასაღებად იყო ჩასული.
ოთხშაბათს, საღამოს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო "რეს"-მა „TV3“-ის ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე სამი ჟურნალისტი გააძევა, რომლებიც გუშინ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ
"რესს" უშიშროების კომიტეტში განუცხადეს. საქართველოს სამი მოქალაქის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მათი რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის კეთილი ნების ნიშნად", – ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა ჟურნალისტების გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქმეში ჩართული იყო როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლება. რატიანი ამბობს, რომ ცხინვალში სასამართლო პროცესი არ გამართულა და, შესაბამისად, ოსურ მხარეს 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდაც არ მოუთხოვია.
ტელეკომპანია „TV3“-ის ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში დღეს შეკრებილმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და კოლეგების გათავისუფლების საქმეში რეაგირება როგორც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ისე საქართველოსა და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს სთხოვეს. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ანა შეპკინა ამბობს, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომუშავე ჟურნალისტები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
დღის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციებს ჟურნალისტები ერგნეთის საგუშაგოზე იღებდნენ, აქვე შეიტყვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ.
„საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს, როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში, დღეს მიმდინარე აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო. „TV3“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა იმედა დარსალიამ ამ განცხადების პასუხად თქვა, რომ აძვში ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ადგილი არ ჰქონია წინასწარ დაგეგმილ რაიმე ქმედებას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "TV3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი სოფელ აძვში 15 აპრილს დააკავეს. ისინი სოფელში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული.
პირველი კომენტარი „TV3“-ის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ გააკეთა. მისი თქმით, სამშაბათს, საღამოს სოფელ აძვში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების გასაშუქებლად იყო ჩასული, როცა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი აბრის სიახლოვეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დააკავეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. გარდა ამისა, ზაქაიძის განცხადებით, ცხინვალის იზოლატორში აუტანელი პირობები იყო და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა.
იმავეს ამბობს „TV3“-ის ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი. მისი თქმით, აძვში გადაღებული მასალის ნაწილი წაუშალეს, ცხინვალელი მილიციელები კი მხოლოდ იმას ეკითხებოდნენ, ნამყოფი იყო თუ არა ჯარში, მონაწილეობდა თუ არა 2008 წლის ომში და სოფელში რის გადასაღებად იყო ჩასული.
ოთხშაბათს, საღამოს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო "რეს"-მა „TV3“-ის ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე სამი ჟურნალისტი გააძევა, რომლებიც გუშინ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ
საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს...რუსეთის საგარეო უწყების განცხადება