Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ქვეშ ტარდება


ბოსტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების თანხლებით ტარდება ტრადიციული მართონი. გასული წლის 15 აპრილს ანალოგიური სპორტული შეჯიბრის დროს, ფინიშის ხაზთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 კაცი დაიღუპა და 250-დაიჭრა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე რუსეთიდან გამოსულ ძმებს ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებს დაეკისრათ. ტამერლანი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად, აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა. მისი უმცროსი ძმა ჯოხარი კი ბოსტონის გარეუბანში დააპატიმრეს. იგი უარყოფს ბრალეულობას და სასამართლოს მოლოდინში, რომელიც ნოემბერში უნდა დაიწყოს, საპატიმროში იმყოფება.
XS
SM
MD
LG