Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა


აზერბაიჯანში ცნობილ ჟურნალისტს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ქვეყნის ღალატში, კერძოდ აზერბაიჯანის მეტოქე ქვეყნის, სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. გენერალური პროკურატურის განცხადებით, რაუფ მირკადიროვი „სომხეთის საიდუმლო სამსახურმა 2008 წელს გადაიბირა და ის ერევანს აზერბაიჯანის სახელმწიფო საიდუმლოებზე აწვდიდა ინფორმაციას“. მირკადიროვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, მირკადიროვს ბრალი ედება სომხეთის აგენტებთან შეხვედრებში სომხეთში, საქართველოსა და თურქეთში და მათთვის ისეთი ფოტოების და დოკუმენტების გადაცემაში, რომელთა გავრცელებამაც აზერბაიჯანის უსაფრთხოებას და თავდაცვის შესაძლებლობებს მიაყენა ზარალი. მირკადიროვი ბაქოში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც 19 აპრილს მისი დეპორტაცია თურქეთმა მოახდინა. აზერბაიჯანს და სომხეთს ერთმანეთთან მთიანი ყარაბაღის გამო აქვთ კონფლიქტი - აზერბაიჯანის ტერიტორიის, რომელიც სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ადრეული 1990-იანი წლების ომით ხელში ჩაიგდეს.
XS
SM
MD
LG