Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - მილიონობით სირიელი კვლავ ჰუმანიტარული დახმარების გარეშე იმყოფება


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ, ორი თვის წინ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, მილიონობით სირიელისთვის კვლავაც მიუწვდომელია საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება. 23 აპრილს გაეროს მიერ გამოქვეყნებული რეზოლუციის თანახმად, 3,5 მილიონი სირიელი ვერ ღებულობს აუცილებელ პროდუქტსა და მომსახურებას, მათ შორის - სამედიცინო მომსახურებას. ამ პრობლემის არსებობაში გაერო ადანაშაულებს სირიის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, თუმცა, განსაკუთრებთ აკრიტიკებს ბაშარ ალ-ასადის მთავრობას. გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორივე - მთავრობაცა და მეამბოხეებიც უარს აცხადებენ მოხსნან ბლოკადა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს მუშაობის საშუალება მისცენ. სირიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთებს მხოლოდ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ატარებს. გაეროს მონაცემებით, ქალაქ ალეპოში 2 მილიონ 500 ათას მოქალაქეს მხოლოდ 40 ექიმი ემსახურება.
XS
SM
MD
LG