Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: რუსეთთან რაციონალურ დიალოგს რთულად, მაგრამ მივაღწევთ


ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:24:11 0:00
პრაღაში, რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ინტერვიუ მისცა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევებზე. მარგველაშვილი პრაღას სტუმრობდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მონაწილეობის ფარგლებში. აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობა მარგველაშვილმა ასე შეაფასა: "ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობისგან მივიღეთ ბევრი პოზიტიური იმპულსი. ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ღრმავდება, გარკვეულწილად ამ დიალოგის გაგრძელებაა. ქართველები თავისთავად, კულტურულად, ინტელექტუალურად ევროპელები ვართ. მე მგონი ყოფის ნაწილშიც ევროპელები ვართ. მაგრამ ამის ინსტიტუციონალიზაცია არ მომხდარა, და ეს პროგრამა ამაში გვეხმარება“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG