Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სლავიანსკში ორი შვეულმფრენი და ორი მფრინავი დაკარგა


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სეპარატისტებმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს და ორი მფრინავი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობის დროს. სეპარატისტების წყაროები იუწყებიან, რომ თავდაცვითმა ძალებმა სამი შვეულმფრენი გაანადგურეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შვეულმფრენები უცნობი შეიარღებული დაჯგუფების წევრებმა საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდეს. ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვი წერს, რომ სეპარატისტები სლავიანსკში მძიმე არტილერიას და ყუმბარმტყორცნებსაც იყენებენ უკრაინის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლებმაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ქალაქში მოწყობილი 9 ბლოკ-საგუშაგო იგდეს ხელთ. ასევე სეპარატისტებისაგან გაანთავისუფლეს ტელე-ცენტრი. ბოლო კვირის განმავლობაში, კიევის ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტულმა ჯგუფებმა დაატყვევეს ქალაქ სლავიანსკის მერი, რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე მძევლად ჰყავთ აყვანილი ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები, რომელთაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ ერთი გაანთავისუფლეს.
XS
SM
MD
LG