Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაგმო უკრაინის აღმოსავლეთში ფიქტიური რეფერენდუმის გამართვის გეგმა


აშშ-მა დაგმო პრორუსული სეპარატისტების ფიქტიური გეგმა, აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ. სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ეს კვლავაც ყირიმის სცენარის მსგავსია, როცა მარტში იქ ხალხს ჰკითხეს, სურდათ თუ არა უკრაინისგან მოშორება და რუსეთთან შეერთება. პსაკის თქმით, არცერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ მიემხრობა რეფერენდუმებს უკრაინის დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში. სეპარატისტთა ლიდერები, რომლებიც ამ რეგიონებს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ 11 მაისს რეფერენდუმი გაიმართება. პსაკის თქმით, თუ რუსეთის კვლავ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონის ანექსირების მიზნით, ამას, მისი თქმით, მკაცრი სანქციები მოჰყვება ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან.
XS
SM
MD
LG